ბაბილუა ვლადიმერ ილიას ძე (26. IV. 1867, სოფ. ქვემო ჭალადიდი, ახლანდ. ფოთის ტერიტ., ‒ 6. I. 1977, თბილისი), ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1962).
1933 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (სწავლობადა ხარკოვის უნ-ტშიც). 1917-იდან მღეროდა ძ. ლოლუას გუნდში. 1924-იდან მუშაობდა დას. საქართვ. ეთნოგრაფიული გუნდის ლოტბარად. 1940-55 ‒ საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში; ერთდროულად 1940 – 52 იყო საქართვ. რადიოკომიტეტის გუნდის ხელმძღვანელიც, გუნდში ა. მეგრელიძის მოსვლის შემდეგ კი ‒ ლოტბარი და მომღერალ-სოლისტი. მაღალი ოსტატობით ასრულებდა ქართ. მუს. ფოლკლორის კლასიკურ ნიმუშებს („კუჩხი ბედნიერი“, „მიყვარს ფაცხა მე მეგრული“, „მახა“, „სი ქოულ ბატა“, „გულისა“, „ოდოია“ და სხვ).
დიდი როლი ითამაშა ქართ. ხალხ. სიმღერის დახვეწისა და პოპულარიზაციის საქმეში.