ბაბისმთა

ბაბისმთა, დონღუზორუნი, მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ-ების ბაქსანის, ნაკრისა და დოლრის წყალგამყოფზე (საქართვ. და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე).

კლდიან-ყინულიანი მასივია (ზ.დ. 4454 მ), რ-იდანაც სამხრ-კენ გადაჭიმულია ცალგილის ქედი. ბ-იდან იწყება მყინვარები: ლედეშდვი, დოლრა და ჯვარედინი მყინვარი ნაკრა (დონღუზორუნი).

ლ. მარუაშვილი