ბადიში

ბადიში, ჭიდილა, უღელტეხილი ხულოს მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე. სიმაღლე 2372 მ. შემოსილია სუბალპ. მდელოებით. ბ-ზე გადადის ჭიდილისწყლისა (ბახვისწყლის აუზი) და ნაღვარევის (აჭარისწყლის აუზი) ხეობების დამაკავშირებელი საურმე გზა.

ქ. ჯაყელი