ბადრიაშვილი ნიკოლოზ იესეს ძე

ნ. ბადრიაშვილი

ბადრიაშვილი ნიკოლოზ იესეს ძე (1892, თბილისი, – 12. IV. 1961, იქვე), ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

1911 დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. 1912-იდან სწავლა განაგრძო პეტერბ. უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექან. განყ-ბაზე. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბ-კის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე. ამავე დროს „ავლეველის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში: ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921-ის შემდეგ ერთხანს გორის სახ. სახლს განაგებდა.

1923 დაევალა თბილ. კომუნალური (1943-იდან თბილ. სახელმწ. ისტ.-ეთნოგრ.) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 ბოლომდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929–32 განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძვ. თბილისის ნაკრძალს.

ბ-მა დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქ-ებსა და რ-ნების მუზეუმებში. ბ-ს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე.

რამდენჯერმე აირჩიეს თბილ. საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: 1905 год в Тифлисе. Фактические материалы по данным музея и архива Тбилисского Совета РК и КД и газетных хроник, Тфл., 1926; Тифлис. От основания города до XIX в., кн. 1, Тфл., 1934; Тбилиси, Тб., 1957.

ლიტ.: ტ ყ ე შ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  ო., ჯ ი ბ ლ ა ძ ე  დ., ჩვენი მუზეუმი, «თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები», 1966, ტ. 1, გვ. 8–10.

ო. ტყეშელაშვილი