ბადშტიუბნერი ერნსტ

ბადშტიუბნერი (Badstübner) ერნსტ (25. XI. 1931, ქ. შტეტინი, გერმანია), არქიტექტურის ისტორიკოსი. არქიტ. დოქტორი (1988). 1955 დაამთავრა ბერლინის ა. და ვ. ჰუმბოლდტების სახ. უნ-ტი. 1956–70 ხელმძღვანელობდა ხელოვნ. ისტ. განყ-ბას ბერლინის მეცნ. აკადემიაში, 1971-იდან მუშაობდა ბერლინის ძეგლთა დაცვის ინ-ტში მთ. მეცნ. მუშაკად, 1992-იდან – ვარტბურგის ფონდის დირექტორი (ქ. აიზენახის მახლობლად); იუნესკოსთან არსებული მსოფლიო კულტ. მემკვიდრეობის ცენტრის ძეგლთა დაცვის ექსპერტი.

ბ-ის შრომები ეხება აღმ. და დას. ევროპის შუა საუკ. ეკლესიების არქიტექტურას, ძეგლების მოვლასა და ნაგებობათა რესტავრაციას გერმანიასა და საქართველოში. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში. 1993 იუნესკოს დავალებით იმყოფებოდა საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის ქართ. ძეგლების აღსანუსხავად.

თხზ.: Cristliche Ikonographie in Stichworten, Lpz., 1989 (თანაავტ.: H. Sachs, H. Neumann); Kirchen der Mönche, 4. Aufl., B.,1992.