ბავრა, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხოსპიოს თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალქალაქის პლატოზე, მდ. აბულის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) შესართავთან. ზ. დ. 1700 მ, ახალქალაქიდან 4 კმ. 873 მცხ. (2014).
ბ-ის მახლობლად დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. დას. კედლის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი სოფრონ ქოქოლას ძე. სომხ. კათოლ. ეკლესია (XIX ს.).