ბაზალეთის პლატო

ბაზალეთის პლატო, მთისწინეთის პლატო აღმ. საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეებს არაგვსა და ნარეკვავს შორის, დუშეთის ქვაბულის სამხრ-ით, სადაც დაბალმთიანი რელიეფი ვაკეში გადადის. აბსოლ. სიმაღლეები 875–950 მ-ის ფარგლებში მერყეობს. აგებულია მეოთხეული კონგლომერატებით, რიყნარ-ქვიშნარით. დასერილია მცირე ხევებით (საკრამულოსხევი, თინასხევი, ხანათხევი). აქვს ვაკე ზედაპირი, პლატოს ჩაზნექილ ადგილზე ბაზალეთის ტბა მდებარეობს.

ბ. პ. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული და ათვისებულია სას.-სამ. კულტურებისათვის. გაბატონებულია კულტ. ლანდშაფტი. სამხრ., აღმ. და დას-ით დაბალმთის ტყის ლანდშაფტია.

დ. უკლება