ბაბლიძე ეკატერინე ილიას ასული [29. III (11. IV). 1916, თბილისი, ‒ 9. II. 1989, იქვე], მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1961).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1942), სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დ. ციციშვილი, ზ. მაისურაძე, ს. ქობულაძე. იქვე ეწეოდა მოღვაწოებას 1945-იდან, ამავე წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ბ-ის შემოქმედებას ახასიათებს ხალხ. დეკორ. ხელოვნებაში ღრმად წვდომის უნარი, ფაქიზი ორნამენტი, ფორმათა მხატვრული სისადავე.
მნიშვნელოვანი ნამუშევრები: დეკორ. დისკო (1959), ქანდაკება „ჩხიკვთა ქორწილი“ (1960), ლარნაკი (1969), თეფში (1971, 1974, ყველა თიხა) და სხვ.