ბალთა

ბალთა, ტანსაცმლის (ჩვეულებრივ, სარტყლის) ან ცხენის აღკაზმულობის (ავშარა, აღვირი და სხვ.) ლითონის სამკაული, ლითონის ფირფიტა, რ-ის ზედაპირი მხატვრულადაა დამუშავებული, შემკულია სხვადასხვა გამოსახულებით, გავარსით, გრეხილით ან ფერადი თვლებით. ქვედაპირზე, ჩვეულებრივ, აქვს ყუნწი ქსოვილზე ან ტყავზე დასამაგრებლად. ზოგჯერ ამავე მიზნით ბ-ს უკეთდებოდა ნახვრეტები.

საქართველოში ბ. გვხვდება ბრინჯაოს ხანიდან. ცნობილია არმაზისხევში აღმოჩენილი ოქროს თვალედი ბ-ები. ხანდახან უენო აბზინდასაც შეცდომით ბ-ს უწოდებენ.

ი. გაგოშიძე