ბამბების ნამოსახლარი

ბამბების ნამოსახლარი, მრავალფენიანი ნასოფლარი უფლისციხე|უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის დას-ით. შესწავლა მიმდინარეობდა 1958-იდან (დ. ხახუტაიშვილი). დასახლება არსებობდა ძვ. წ. VI ს. – ახ. წ. III ს-ში. საცხოვრებელ და სამეურნ. ნაგებობათა გათხრისას აღმოჩნდა კერამ. და მინის ნაწარმი, სამკაული, ვაზის სასხლავი დანები, კევრის კოხები და სხვ. გვხვდება კოლხეთიდან შემოტანილი ნაწარმიც. საყურადღებოა ძვ. წ. III–II სს. კარმიდამო: სახლი, მარანი და ეზო. ამ პერიოდის საცხოვრებელი სახლების ქვეშ აღმოჩნდა ძვ. წ. V–IV სს. სამარხები, მ. შ. აღსანიშნავია ხელოსან-გრავიორის სამარხი (ძვ. წ. IV ს.).

ბ. ნ. წარმოადგენდა ანტ. დროის უფლისციხის გარეუბანს, რ-ის მცხოვრებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას.

ლიტ.: ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი  დ., უფლისციხე, [წგ.] 1–2, თბ., 1964–70.

დ. ხახუტაიშვილი