ბამბუკი

ბამბუკი (< მალაიური bambu),

1. bambusa-ს გვარის მრავალწლოვან მარცვლოვანთა სახელწოდება. მისი სამშობლოა აზიის, აფრ. და ამერ. ტროპიკები და სუბტროპიკები. საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩრდ. განედის ცნობილი სახეობები: ჩინური მადაკე, იაპონური მადაკე, მოსო და სხვ., სულ 20 სახეობა. ზოგიერთი სახეობის ღეროს სიმაღლე 20–30 მ აღწევს. იყენებენ ავეჯის, კიბეების, სათხილამურო ჯოხების, წყალსადენი მილების, საყრდენების, ქაღალდისა და სხვ. დასამზადებლად.

საქართველოში ბ-ს 1000 ჰა უჭირავს, უმთავრესად იზრდება შავი ზღვის სანაპირო რ-ნებში;

2. ბამბუკისებრთა ქვეოჯახის მარცვლოვნების საერთო სახელწოდება.

ი. ლეკვეიშვილი