ბათუმის გემთსაშენი ქარხანა, დაარსდა 1921 ბათუმის ნავსადგურის დამხმარე საწარმოს ბაზაზე, როგორც გემების მიმდინარე შეკეთების სახელოსნო.
1940-მდე აქ არემონტებდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და შავი ზღვის სანაოსნოს გემებს, II მსოფლიო ომის წლებში კი – შავი ზღვის ფლოტის გემებს.
1942 ჩატარდა სახელოსნოს რეკონსტრუქცია. 1943 სახელოსნოს ბაზაზე შეიქმნა გემთშემკეთებელი ქ-ნა.
1952-იდან დაიწყეს სასეირნო საზღვაო კატარღებისა და გემების მშენებლობა. 1957 გადაკეთდა გემთსაშენ ქ-ნად. ბ. გ. ქ-შია აშენებული გემები: „არკადია“, „მაგნოლია“, „ჟემჩუჟინა“, 40-ადგილიანი პლასტმასის კატარღა და სხვ.
1959-იდან ქ-ნაში დაიწყეს 6-ადგილიანი სასეირნო წყალქვეშაფრთიანი კატარღების წარმოება, 1967-იდან – მაშველი ბორნების, 1975-იდან – „აისტის“, 1978-იდან – „გრიფის“, 1983-იდან – „გურზუფის“ აგება. ქ-ნა უშვებდა 4-იდან 50 ტ-მდე წყალწყვის კატარღებს.
2002 ქ-ნა ჩამოყალიბდა როგორც შპს „ბ. გ. ქ“, რ-ის 100% ეკუთვნის სახელმწ. ორგანოს – აჭარის არ ფინანს. და ეკონ. სამინისტროს. 2016 საწარმო გადახდისუუნარო გახდა და გაკოტრდა.
მ. ჯიბუტი