ბარათაშვილი ევგენი შალვას ძე

ბარათაშვილი ევგენი შალვას ძე (დ. 1.05.1949, ქუთაისი), ინჟინერ-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1988).

დაამთავრა მოსკოვის საინჟ.-ეკონ. ინ-ტი (ამჟამად მოსკოვის მართვის სახელმწ. უნ-ტი). 1997‒2002 მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იყო საქართვ. ეკონ. განვითარების სამინისტროს რეგიონული ეკონომიკისა და პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაციის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი (2004‒06), ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. უნ-ტის ეკონ. და მენეჯმენტის კათედრის პროფესორი (1999‒2006), სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის პროფესორი (1999‒2008), სტუ-ის ბიზნესინჟინერინგის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (2007‒12; პროფესორი (2009-იდან), ბიზნესტექნოლოგიების ფაკ-ტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი (2013-იდან დღემდე).

ბ-ის კვლევის ძირითადი სფეროა რეგიონული ეკონომიკის მართვისა და მენეჯმენტის პრობლემები.

თხზ.: რეგიონის მდგრადი განვითარების პარადიგმა, თბ., 2013 (თანაავტ. ა. ფრანგიშვილი); შედარებითი მენეჯმენტი და კლასტერიზაცია, თბ., 2016 (თანაავტ. ი. მახარაშვილი); მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემები, თბ., 2018 (თანაავტ. ი. მახარაშვილი); რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, თბ., 2021 (თანაავტ. ი. ბარათაშვილი).