ბარათაშვილი სიმონ მელქისედეკის (მიხეილის) ძე

ბარათაშვილი სიმონ მელქისედეკის (მიხეილის) ძე (1745 რუსეთი, – 30. XII. 1798, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1793).

1724 რუსეთში წასული ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, მელქისედეკ ბარათაშვილის ვაჟი, გენ. ბარათაშვილი პეტრე|პ. ბარათაშვილის ძმა. 1760-იდან მსახურობდა საარტილერიო კორპუსში, 1789–96 იყო ყაზანის გენ.-გუბერნატორი, საიდუმლო მრჩეველი, 1796–98 – ყაზანის სამეფისნაცვლოს მმართველი. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. ომში (1787–91) ოჩაკოვის ციხესიმაგრის შტურმში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა წმ. გიორგის III ხარისხის ორდენი. დაჯილდოებულია აგრეთვე წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით.

ლიტ.: იხ. სტ-თან ბარათაშვილი (ბარატაევი) პეტრე.

შ. ცირეკიძე