ბარათაშვილი შადიმან

ბარათაშვილი შადიმან, ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI ს. ბოლოსა და XVII ს. I მესამედში. მეფის სუფრაჯი, ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის მამამძუძე, დიდ ფეოდალთა დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გ. სააკაძის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების (1612) ორგანიზატორი. ირანელთა 1614 შემოსევის დროს შაჰ-აბას I-ის სამსახურში ჩადგა; იმერეთიდან მოტყუებით გადმოიყვანა ლუარსაბ II და შაჰს მიჰგვარა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.

გ. ჯამბურია