ბათუმის მანქანათსაშენი ქარხანა, შეიქმნა ბათუმის ერთ-ერთი უძველესი საწარმოს – სამსხმელო-მექან. სახელოსნოს ბაზაზე.
ქ-ნა საექსპლუატაციოდ გადაეცა 1936. 1938-მდე უშვებდა მხოლოდ ჩაის გადასამუშ. მანქანებს, 1938 აითვისა ღვინის გადასამუშ. მანქანების წარმოება. 1941–45 უშვებდა სამხ. პროდუქციას, 1945-იდან –კვლავ ჩაის გადასამუშ. მანქანებსა და ღვინის მრეწველობისათვის საჭირო პროდუქციას, 1946–47 – საპარფიუმერიო მრეწვ. მანქანებს,
1956-იდან – საკონსერვო წარმოების მოწყობილობებსაც. ამზადებდა აგრეთვე მრავალი დასახელების რთულ ტექნოლ. მოწყობილობებს ჩაის, ღვინის, კონსერვების, თევზის, ხორცისა და რძის მრეწველობისათვის. XX-ს. 90-იან წლებში საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება. მოხდა მისი პრივატიზება.
მ. ჯიბუტი