ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ნ. ბერძენიშვილის სახელობისა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროფილის რეგიონული, მრავალდარგოვანი დაწესებულება.
დაარსდა როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ინსტიტუტი 1958. 1982 ნ. ბერძენიშვილის სახელი ეწოდა ამჟამად შედის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აქვს ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., ეკონ. და სოციოლოგიური კვლევის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის განყ-ბები. 1992 იყო 68 თანამშრომელი, მ. შ. 49 მეცნიერი მუშაკი: 2 საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ., 4 მეცნ. დოქტორი და პროფესორი, 21 მეცნ. კანდიდატი.
სამეცნ.-კვლ. სამუშაოთა ძირითადი მიმართულებებია აჭარის და სამხრ.-დას. საქართვ. მიმდებარე რეგიონების ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., ეკონ., სოციოლოგიის, ფოლკლორის, დიალექტების და სხვ. შესწავლა. საყურადღებო კვლევა მიმდინარეობს ერთა შორის ურთიერთობის, აჭარაში მოსახლე ეთნ. ჯგუფების წარსულისა და თანამედროვე ყოფის შესასწავლად.
ინ-ტის არქეოლოგების გამოკვლევები ეძღვნებოდა მწარმოებლური მეურნ. ჩასახვა-განვითარების, ანტ. სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობისა და კოლხ. რკინის მეტალურგიის ისტ. საკითხებს. სწავლობენ დასახლებებს ახ. შავზღვურ ტერასაზე, აჭარისწყლის ხეობის არქეოლ. ძეგლებს, ტერასული მიწათმოქმედების, ხელოსნობის, აჭარული და ლაზური საცხოვრ. ნაგებობების გენეზისის, ორნამენტირების, მესაქონლეობის, საოჯახო და სამეურნეო ყოფის, აგრეთვე ეთნოგრ. და ეთნოფსიქოლ., ბავშვთა აღზრდის საკითხებს. ინ-ტში ინტენსიურად შეისწავლიან ქართ. ზეპირსიტყვიერების ჟანრებს, მითოლ., მუს. ფოლკლორის საკითხებს, ქართ. ენის აჭარული დიალექტისა და ზანური ენის ლაზური დიალექტის დარგობრივ ლექსიკას, ტოპონიმიკას.
მნიშვნელოვანი შედეგებია მოპოვებული ჩაისა და სუბტროპ. კულტურების, მსუბუქი მრეწვ., მეცხოველეობის, საშენ მასალათა მრეწვ. ეკონ. საკითხთა კვლევაში. მრავალი პრაქტ. მაღალეფექტური წინადადება-რეკომენდაციაა დანერგილი აჭარის მეურნეობაში, ფართოვდება სოციოლოგიური და სოც.-ფსიქოლ. კვლევის არეალი. ინ-ტს აქვს ბ-კა (70 ათ. დაცვითი ერთეული).
ინ-ტი გამოსცემს დარგობრივ კრებულებს: „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა“; „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები“; „აჭარის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა“ (8 ტ.); „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები“. სისტემატურად გამოდის აჭარის სამეცნ. სესიების თეზისთა კრებულები (გამოცემულია 100-ზე მეტი კრებული).
ინ-ტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს 1500-მდე სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 80-მდე მონოგრაფია.
დ. ხახუტაიშვილი