ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, 1929 ბათუმში გაიხსნა საღამოს სწავლების საზღვაო ინდუსტრიული ტექნიკუმი, რ-საც ერთი ჰიდროტექ. განყ-ბა ჰქონდა.

1931 – 33 დაემატა მექანიზაციისა და საექსპლუატაციო განყ-ბები. 1934 საღამოს სწავლების ტექნიკუმი გადაკეთდა დღის სწავლების ტექნიკუმად და მასში გაიხსნა გემთწამყვანი განყ-ბა. 1939 ბათ. საზღვაო ტექნიკუმს შეუერთდა ფოთის საზღვაო ტექნიკუმი და 1944 გადაკეთდა საზღვაოსნო სასწავლებლად. 1979 აღინიშნა სასწავლებლის დაარსების 50 წლისთავი და მას ა. გელოვანის სახელი მიენიჭა.

1967-იდან, ბათუმში საქართვ. საზღვაო სანაოსნოს გახსნის პირველი დღიდან, სანაოსნო დიდ დახმარებას უწევდა სასწავლებელს მატერ.-ტექ. ბაზის შექმნაში, შემდგომ კი მისი საბაზო საწარმო გახდა. არსებობის მანძილზე სასწავლებელმა მოამზადა 6 ათ-ზე მეტი სპეციალისტი. აქ აღიზარდნენ საუკეთესო მეზღვაური ქალებიც. საქართვ. საზღვაო ფლოტის გემების უმრავლესობას სათავეში უდგანან სასწავლებლის კურსდამთავრებული კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები. სასწავლებელს აქვს თავისი ისტორიის მუზეუმი.

1992 წ. 30 ივნისს საქართვ. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლისა და ნოვოროსიისკის საზღვაო აკადემიის ბათ. სასწ.-საკონსულტაციო პუნქტის (გაიხსნა 1990) შეერთებით შეიქმნა ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი, რ-იც 1994 წ. 23 თებერვლიდან გადაკეთდა ბ. ს. ს. ა-დ. აკადემიაში სწავლების ვადა 5,5 წელია. სპეციალობები: გემთწამყვანის, გემთმექანიკოსის და ელექტრომექანიკოსისა. სამოქალაქო მეზღვაურების სპეციალობათა გარდა სასწავლებლის სამხ. კათედრის ბაზაზე მოამზადებენ თადარიგის საზღვაო ოფიცრებს (შტურმანებს, მექანიკოსებს, ელექტრომექანიკოსებს).

ბ. ორაგველიძე