ბათუმის ტრანსფორმატორების ქარხანა, საექსპლუატაციოდ გადაეცა 1959 სექტ-ში.
ადრინდ. სახელწოდება იყო „ელექტროხელსაწყო“ (1975-მდე). ქ-ნა უშვებდა მშრალ ძალოვან (100 კვტ-მდე) და დაბალი სიმძლავრის (4 კვტ-მდე) ტრანსფორმატორებს. მაღალი ძაბვის აპარატურას, სახ. მოხმარების საქონელს.
1996 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად სახელწოდებით „ტრანსფორმატორი და ელექტროხელსაწყო“. 2010 გაიყიდა აუქციონზე და მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება ყოფ. ქ-ნის ტერიტორიაზე განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები.
მ. ჯიბუტი