ბაია (Ranunculus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა.
ერთ. ან მრავალწლოვანი ბალახებია. 600-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, ტროპიკებში კი – მთებში. საქართველოში ბ-ს 50-მდე სახეობა იზრდება, მათგან 11 საქართვ. ენდემია, 9 კი – კავკასიისა; გავრცელებულია დაბლობიდან მაღალმთამდე. სახეობათა უმრავლესობა სუბალპ. და ალპ. მდელოებზე იზრდება, მცირე რაოდენობით გვხვდება ტყეში, ბუჩქნარსა და ველობზე, თითო-ოროლა სახეობა (R. oxyspermus, R. meridionalis) – ნახევრად უდაბნოსა და ველზე. ბევრი მათგანი შხამიანია (R. sceleratus და სხვ.); შეიცავს ანემონოლს, რ-იც საქონელს წამლავს, თივა კი უვნებელია. ბ-ების დიდი ნაწილი სარეველაა (მაგ., ყანის ბ. – R. arvensis), ზოგი მეტ-ნაკლებად დეკორატიულია.
მ. სახოკია