ბაილეთი

ბაილეთი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი), ნასაკირალის სერის ჩრდ. კალთაზე, მდ. სუფსის მარცხ. ნაპირას, ოზურგეთ –ლანჩხუთის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ახალსოფელი, ჭანიეთური). ზ. დ. 60 მ, ოზურგეთიდან 9 კმ. 274 მცხ. (2014).

ბ-ში შემორჩენილია შუა საუკ. ციხის ნანგრევები, აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები ეკლესია (1609), რ-საც XIX ს-ში თლილი ქვით ამოყვანილი ახ. გუმბათი დაადგეს და მოხატეს (1827). მხატვრობა შეიცავს გურიელთა გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებს.

ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987.