ბაინდურ არაგვის ერისთავი, XVII ს. II ნახ. და XVIII ს. დასაწყ. მოღვაწე. ძე რევაზ არაგვის ერისთავისა.
1696 ერეკლე I-მა დანიშნა ერისთავად. გადააყენეს დაახლ. 1703, როცა ირანიდან დაბრუნდა პატიმრობაში მყოფი გიორგი არაგვის ერისთავი.
ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
გ. ჯამბურია