ბაისუბნისხევი, მდინარე აღმ. საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 35 კმ, აუზის ფართ. 85 კმ². სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მსხალგორის უღელტეხილის მახლობლად, 2270 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – ზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. აქვს ბევრი შენაკადი, რ-თა საერთო სიგრძეა დაახლ. 56 კმ. საშ. წლ. ხარჯი 2,6 მ³/წმ.
ი. აფხაზავა