ბაკო

ბაკო, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის თემში (აჭარის არ), არსიანის ქედის დას. კალთაზე, ხირხატისწყლის (სხალთის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1380 მ, ხულოდან 43 კმ. 258 მცხ. (2014).

სოფლის მახლობლად დგას შუა საუკ. ხიხანის ციხე. ტბელ აბუსერისძის თხზულებაში (XIII ს.) მოიხსენიება ბაკოელთა განსაკუთრებული ღვაწლი ხიხანის წმ. გიორგის ახ. ეკლესიის აგებაში.

დ. ხახუტაიშვილი