ბაკურაძე ვლადიმერ (კახა) ანზორის ძე (დ. 27. XII. 1962, ქუთაისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1999).
დაამთავრა თსუ-ის სააღრიცხვო-ეკონომიკური, (1982) და იურიდ. (1986) ფაკ-ტები. 1986-იდან მუშაობა საქართვ. შს სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1994-95 იყო საქართვ. შს სამინისტროს ეკონ. დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1995 – საქართვ. შს სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონ. დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის განყ-ბის უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე.
1996 – საქართვ. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ეკონომიკის სფეროში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1996–97 – იმავე დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1997–98 – უფროსი, 1998–99– საქართვ. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თავ-რე. 1993-იდან მუშაომდა საქართვ. მინისტრის მოადგილედ, 2000–2001 – თბილ. შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსად, 2002-იდან – საქართვ. ინტერპოლის ეროვნ. ბიუროს უფროსად.
2001 მიენიჭა საქართვ. შს სამინისტროს დამს. მუშაკის წოდება.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.
ლ. დოლიძე