ბაკურიანი

ბაკურიანი (X ს. დასასრ. – XI ს. I მეოთხედი), ტაოს ერისთავთერისთავი, გრიგოლ ბაკურიანის ძისა და აბაზ ბაკურიანის ძის მამა.

XI ს. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, ბ. სარდლობდა ტაოელთა ლაშქარს, რ-იც 997 დავით III კურაპალატმა ხლათის (ვანის ტბის დას. სანაპირო) ასაღებად გაგზავნა. იქ ბ. ტყვედ ჩაუვარდა არაბებს. ბიზანტ. ისტორიკოსი გიორგი კედრენე ბ-ს იხსენიებს იბერიის იმ დიდგვაროვანთა შორის, რ-ებიც დავით კურაპალატის მემკვიდრეობის მისაღებად ტაოში მოსულმა ბიზანტ. კეისარმა ბასილი II-მ თან წაიყვანა და პატრიკიოსის ხარისხი მიანიჭა.

წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლის ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963; Всеобщая история Степаноса Таронского, Асохика по прозванию, писателя XI столетия, пер. с арм. Н. Эмина, М., 1864.

ა. ბოგვერაძე