ბაკურიანის ანდეზიტი

ბაკურიანის ანდეზიტი, დაბა (1956-იდან) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის ტერიტორიულ ორგანოში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბორჯომულის სათავეებში. ზ. დ. 1800 მ, ბორჯომიდან 37 კმ, ბაკურიანიდან (უახლესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 352 ათ. მცხ. (2014).

დაბაში ფუნქციონერებს ანდეზიტის კარიერი, ანდეზიტის საფქვავი და სახერხი საამქროები. არის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის ობიექტები. ბ. ა-ის მახლობლად გამოდის სამკურნ. მინერ. წყაროები.

1975 დამუშავდა მისი დეტალური დაგეგმარების პროექტი (არქიტ-ები: ს. ქართველიშვილი, ე. შერმაზანიშვილი, დ. ჯაფარიძე, დ. გულვერდაშვილი, გ. ოშაყმაშვილი).

ე. ბაგრატიონი