ბაკურიანისწყალი, მდინარე აღმ. საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთისწყლის მარცხ. შენაკადი.
სიგრძე 17 კმ, აუზის ფართ. 44 კმ², სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა შემოდგომასა და ზამთარში. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.
გ. გიგინეიშვილი