ბაკურიანული თეთრი მელა

ბაკურიანული თეთრი მელა, ქართული თეთრი მელა, მიღებულია ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობაში შავ-ვერცხლისფერი მელიებისაგან ბუნებრივი მუტაციის შედეგად, რ-იც შემდგომ (1943) სელექციის გზით გააუმჯობესა ვ. გიორგიძემ.

ბ. თ. მ-ს სხეულის სიგრძეა 58 – 77 სმ, კუდისა – 35 სმ. აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და შავი ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა. მაკეობა გრძელდება 51 – 53 დღე. შობს 4 – 5 თვალაუხილავ უსუსურ ლეკვს. ბ. თ. მ-ს ლამაზ, მაღალხარისხოვან ბეწვს საექსპორტო მნიშვნელობა აქვს.

ვ. გიორგიძე