ბაკურაძე ალეკო შერიფის ძე (დ. 30. IV. 1958, ბათუმი), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994).
1980-85 სწავლობდა სსრკ სუკ-ის უმაღლეს სკოლაში ახლო აღმოსავლეთის განყ-ბაზე. 1985-იდან მუშაობდა საქართვ. სუკ-ის ორგანოებში. 1992 იყო აჭარის არ ქობულეთის რაიქვეგანყოფილების უფროსი, 1992-93 - საქართვ. რესპ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ქვეგანყოფილების უფროსი, 1993–94 – აჭარის არ-ის შს მინისტრი, 1994–95 – აჭარის მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე, 1996–2002 – კორპორაცია „ივერია პლუსის” გენ. დირექტორის მოადგილე. 2002-იდან საქართვ. შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორია.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლებით.
ლ. დოლიძე