ბაკურხევი

ბაკურხევი, რექა, მდინარე აღმ. საქართველოში, გუდამაყრის არაგვის (მარცხ. შენაკადი. სიგრძე 14 კმ, აუზის ფართ. 60,2 კმ².

სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე. მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავთან აჩენს რიყით აგებულ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.