ბაკხი

ბაკხი, მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, მდ-ების ენგურისა და ხუმფრერის (ენგურის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფ სვანეთის ქედის განშტოება – ბაკხილდის ქედზე სიმაღლე ზ. დ. 3106 მ. აგებულია ზედაპალეოზოური და ტრიასული მეტამორფული თიხაფიქლებით. კლდოვანი მთაა, აქვს ძლიერ ციცაბო კალთები, ლანდშაფტი სუბნივალურია.

დ. უკლება