ბარგისუხუცესი

ბარგისუხუცესი, მეფის აღალის, მეტადრე მისი „სასაგებლე“ ნაწილის უფროსი შუა საუკ. საქართველოში ეკუთვნოდა მსახურთუხუცესის უწყებას, უშუალოდ კი მესაწოლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მგზავრობის დროს შუა აღალში „სასაგებელს“ მიუძღოდა.

წყარო: ჴელმწიფის კარის გარიგება, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970, გვ. 37, 100, 173.

დ. ფურცელაძე