ბარდაველიძე ჯონდო კარლოს ძე

ბარდაველიძე ჯონდო კარლოს ძე (24. VI. 1932, ქუთაისი, – 12. VIII. 1999, თბილისი), ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1993).

დაამთავრა თბილ. უცხო ენების პედ. ინ-ტის გერმ. ენის ფაკ-ტი (1955); შემდეგ შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ. ისტორიის ინ-ტის ასპირანტურა ფოლკლორისტიკის განხრით (1958). 1958-იდან მუშაობდა ამავე ინ-ტში; 1976–78 იყო სწავლული მდივანი, 1979–84 – დირექტორის მოადგილე; 1984-იდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის განყ-ბას. პირველი სამეცნ. ნაშრომი 1959 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ქართული ხალხური ლექსთწყობის საკითხები (რეფრენი, სტროფი, რითმა)“ – 1960.

ბ. იკვლევდა ფოლკლორის თეორიის, პოეტიკის, ლექსთწყობის საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: „ქართული ხალხური ლექსი“ (1979), „კოლექტიური და ინდივიდუალური შემოქმედების საკითხი ფოლკლორში“ („ლიტერატურული ძიებანი“, 1986, № 1), „ხალხური ლექსის უძველეს ფორმათა პრობლემები“ (რუს. ენაზე, კრებ: „Теория Фольклора“, M., 1975) და სხვ.

1988 „ქართული ხალხური პოეზიის“ თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად).

ლ. ავალიანი