დიუმას ცენტრი, თ ბ ი ლ ი ს ი ს ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ დ ი უ მ ა ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ფ რ ა ნ გ უ ლ ი კ უ ლ ტ უ რ ი ს ც ე ნ ტ რ ი (Centre culturel français Alexandre Dumas de Tbiliss), ფრანგული კულტურის ცენტრების, ფრანგული ინ-ტებისა და `ალიანს ფრანსეზის" სახელწოდებით შექმნილი დაწესებულებები; განთავსებულია მსოფლიოს დაახლ. 150 ქვეყანაში და სხვადასხვა გამოჩენილი პიროვნების სახელს ატარებს. მათი მისიაა ფრანგული ცივილიზაციის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ფრანგული კულტ. პროპაგანდა.
საქართველოში (თბილისში) დ. ც. დაარსდა 1998 ოქტ. „ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგულ-ქართული კულტურის ცენტრის" სახელწოდებით. თავდაპირველად ის ფაქტობრივად წარმოადგენდა მედიათეკას, რ-იც კულტ. ღონისძიებებს მხოლოდ ლიტ-რის სფეროში აწყობდა. 2002-იდან მას შეუერთდა თბილისის „ალიანს ფრანსეზი" (ფრანგული ენის კურსები) და გაიხსნა „ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი", რ-მაც, მედიათეკისა და ენის კურსების გარდა, იტვირთა უფრო მასშტაბური ფუნქცია, კერძოდ, მრავალმხრივი კულტ. თანამშრომლობა საქართველოსთან.
2010 წ. 1 იანვ-თვის დ. ც. განთავსებული იყო ორ შენობაში: საქართვ. პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში მდებარეობდა მედიათეკა 21 ათ. ბეჭდური და აუდიოვიზუალური დოკუმენტური მასალით, 60 დასახელების ფრანგულენოვანი ჟურნალ-გაზეთით, საბავშვო განყ-ბით, ფრანგული ტელეარხებით, საფრანგეთში სწავლების მსურველთათვის გახსნილი „კამპუს ფრანსეს" სააგენტოთი და საინფორმაციო ცენტრით თანამედროვე საფრანგეთის შესახებ.
დ. ც-ში შემოღებულია ბ-კების ფრანგული მოდელი – დაშვებულია ღია თაროებთან მკითხველის თავისუფალი მისვლა; ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის შენობაში მდებარეობდა დ. ც-ის ადმინისტრაცია, კულტ. პროგრამების განყ-ბა, ფრანგული ენის შესასწავლი კურსები. დ. ც-ის მიერ მოწყობილი კულტ. ღონისძიებები ძირითადად თანამედროვე ფრანგული ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება, თუმცა არც ძვ. კულტ. მემკვიდრეობას ტოვებს უყურადღებოდ. ქართ. საზ-ბას იგი ყოველწლიურად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს:
ფილმების ჩვენება, თემატური გამოფენები (მხატვრობა, არქიტექტურა, ფოტოგრაფია), კონცერტები და სხვ. ხელს უწყობს ფრანგ და ქართვ. ხელოვანთა ურთიერთთანამშრომლობას, ერთობლივი ნაშრომების შექმნას, ასრულებს შუამავლის როლს საფრანგეთსა და საქართვ. შორის კულტ. უთიერთობების განვითარებაში. კულტ. ღონისძიებების გარდა, დ. ც-ში ტარდება მრავალი შეხვედრა, პრეზენტაცია, კონკურსი, სემინარი, დებატები განათლებისა და მეცნ. სფეროში.
დ. ც. მჭიდროდ თანამშრომლობს ქართ. ორგანიზაციებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, უნ-ტებთან. დ. ც-ს აქვს მოძრავი ბ-კა – ბიბლიობუსი, რ-იც სტუმრობს ფრანგულენოვან სკოლებს თბილისსა და რეგიონებში. ასევე სისტემატურად ამარაგებს წიგნებით საქართვ. 5 ბ-კის ფრანგულენოვან განყ-ბებს.
დ. ც-ში მოქმედებს მ. მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამა, რ-ის მეშვეობითაც, 1998-იდან მოყოლებული, 85 ფრანგი და ფრანკოფონი ავტორის ნაწარმოებები ითარგმნა და გამოიცა ქართ. ენაზე (როგორც კლასიკოსები, ისე თანამედროვე ავტორები). ყოველი გამოცემული წიგნის 50–100 ეგზემპლარი რეგულ. ეგზავნება საქართვ. ბ-კებს.
დ. ც-ში ყოველ სასწ. წელს 400 სტუდენტი სწავლობს. სწავლება მიმდინარეობს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. სასწ. წელი მოიცავს 5 ორთვიან სესიას; ცენტრში ასწავლის 12 მაღალკვალიფიციური ფრანგული ენის მასწავლებელი. არის აგრეთვე რუს. და ქართ. ენების შესასწავლი კურსები.
წელიწადში ორჯერ დ. ც. ატარებს საერთაშ. გამოცდებს ფრანგული ენის მცოდნის დიპლომების გასაცემად (DELF, DALF, TCF).