ბასა, უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოება ‒ შდავლერის ქედზე.
სიმაღლე 3030 მ. აგებულია ქვედაპალეოზოური გრანიტოიდებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, ნივალური ლანდშაფტით. აკავშირებს მდ-ების ნაკრისა და ნენსკრის ზემო დინების აუზებს.
გ. მარგველანი