ბართლომე

ბართლომე, საქართველოს კათოლიკოსი VI ს. დასასრ. და VII ს. დასაწყისში, ქართლის ერისმთავრების გვარამისა და სტეფანოს I-ის დროს.

წყაროების მიხედვით, ბ. სტეფანოსის დროს მეორედ ასულა საკათოლიკოსო ტახტზე. ერთ-ერთი წყარო („შიო მღვიმელის სასწაულები“) აღწერს ბ-ს საზეიმო სტუმრობას შიომღვიმის მონასტერში სტეფანოს ერისმთავრის მიწვევით.

წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთაძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ბ. ლომინაძე