ბარნაბაშვილი ივანე გიორგის ძე

ბარნაბაშვილი ივანე გიორგის ძე (1867–1934), ხალხოსანი, XIX ს. 80-იანი წწ. I ნახევარში იყო თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეთა ხალხოსნური წრის წევრი, რ-საც გოლა ჩიტაძე ხელმძღვანელობდა. ბ. მონაწილეობდა წრის სხდომაში, რ-ზეც გადაწყდა სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მოკვლა. ი. ლაღიაშვილის მიერ ჩუდეცკის მოკვლის შემდეგ ბ. დააპატიმრეს, მაგრამ მამხილებელი მასალის უკმარისობის გამო გაათავისუფლეს, სემინარიიდან გარიცხეს და პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესეს. შემდგომში რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა. 1921-იდან აქტიურად მონაწილეობდა საზ. საქმიანობაში.

ლიტ.: გიორგაძეგ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში, წგ. 1, ტფ., 1929; შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960; ხუნდაძე ა., რექტორ ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი, ტფ., 1932.

ზ. შველიძე