„ბარრიკადი“

„ბარრიკადი“, ქართული ლიტერატურული გაზეთი, „ცისფერი ყანწების“ გამოცემა.

გამოდიოდა 1920 (№ 1 – 3), 1922 (№ 4 – 7), 1924 (№ 1), რედაქტორი – ტ. ტაბიძე. გაზეთს ჰქონდა 3 ძირითადი განყ-ბა: პოეზია, ესთეტიკა, პოლიტიკა. თანამშრომლობდნენ ვ. გაფრინდაშვილი, შ. აფხაიძე, კ. ნადირაძე, ნ. მიწიშვილი, გ. ცეცხლაძე, ა. არსენიშვილი და სხვები.

ი. ლორთქიფანიძე