ბარტერი

ბარტერი (ინგლ. barter – საქონელგაცვლა), კომერციის ყველაზე ადრინდელი ფორმა – საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ფულადი სახსრების მონაწილეობის გარეშე.

ბ. არის სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის გარიგება, რ-ის მონაწილე მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზ., ასევე იურიდ. პირები. ბარტერული გარიგებისას, როგორც წესი, მხარეები არ განსაზღვრავენ გარიგების ფულად რაოდენობას, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, ბარტერული გარიგებისას ფულადი ეკვივალენტი მხარეებს ერთმანეთთან აქვთ შეთანხმებული, ან გარიგების პირობებში არის ასახული. ამასთან, მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა შეიძლება დროში არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ბ-ის დაბეგვრისას ხდება გარიგების ფულადი ფორმით შეფასება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა საბაზრო ფასებით.

რ. მითაიშვილი