ბარტილმა

ბარტილმა, ბრთილმა, არაბულ წყაროებში (ალ-უმარი, ალ-კალკაშანდი) დასახელებული საქართველოს მეფე, რ-იც მოხსენიებულია როგორც გამორჩეული, შესანიშნავი ხელისუფალი ქრისტიანთა შორის და უპირველესი ვეზირის – ჩობან ნოინის „ერთგული მეგობარი და თანამოაზრე“. ბ-ს დიპლ. მოლაპარაკება და მიმოწერა გაუმართავს ეგვიპტის სულთანთან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველთათვის დაბრუნების თაობაზე. ქართ. ისტორიოგრაფიაში ქართვ. მეფის სახელის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. მას აიგივებენ ვახტანგ III-თან, (1302–03) დავით VIII-თან (1293–1310) და გიორგი V ბრწყინვალესთან (1314–46).

წყარო: XIV–XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ. არაბულიდან თარგმანი და გამოც. დ. გოჩლეიშვილისა, თბ., 1988.

ლიტ.: მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს), თბ., 1962; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1997.