ბარციცი რაჟდენ მიხეილის ძე (15. XII. 1918, გაგრა, – 7. VII. 2002, იქვე), საბჭოთა კავშირის გმირი (16. V. 1944).
1940 გაიწვიეს წითელ არმიაში. II მსოფლიო ომის დროს ჩრდ. კავკასიაში ქ. მოზდოკისათვის ბრძოლაში დაიჭრა. შემდეგ სამხ.-საზღვ. ფლოტში მსხურობდა, მეთაურობდა ხომალდს ქერჩის ნ.-კ-ზე. დუნაისა და სხვა საზღვ.-სადესანტო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენებითა და მედლებით. 1946-იდან თადარიგში იყო.
ტ. ჩინჩილაკაშვილი