ბარცხანა

ბარცხანა, მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 8,2 კმ, აუზის ფართ. 19 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე. ერთვის შავ ზღვას ბათუმის მიდამოებში. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნები იცის მთელი წლის განმავლობაში. საშ. წლ. ხარჯი 0,6 მ³/წმ.