ბარძიმ არაგვის ერისთავი (გ. 1739), არაგვის ერისთავი 1731–39, გიორგი არაგვის ერისთავის ძე.
1724 ვახტანგ VI-ს წაჰყვა რუსეთში. 1729–30 დაბრუნდა. ქართლის მმართველმა ისაყ-ფაშამ 1731 არაგვის ერისთავად დანიშნა. 1736 ირან. წინააღმდეგ ქართლის აჯანყების დროს მტრის მხარეზე იყო, ებრძოდა შანშე ქსნის ერისთავს. შანშეს ძმის იასეს ცოლ-შვილი ყიზილბაშებს ჩაუგდო ხელში. 1739 ივლ-ში შანშე თავს დაესხა ანანურის ციხეს და ბ. ა. ე. თავისი სახლიკაცებიანად ამოხოცა.
წყარო: ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913; ჩხეიძე ს., ცხოვრება მეფეთა, იქვე.
ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.
გ. ჯამბურია