თარხნიშვილი გენადი ნიკოლოზის ძე (8. IX. 1854, ახალციხე, – XX ს. 20-იანი წლები, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1916). დაამთავრა კავალერიის სასწავლებელი და საინჟ. აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1910-იდან გენ.-მ. 1910–12 მუშაობდა კავკასიის სამხ. ოლქის სამხ.-საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ, 1916-იდან – თბილ. სამხ. საოლქო განთავსების სამმართველოს უფროსი. 1919–20 იყო აზერბაიჯანის ჯარის საინჟ. სამმართველოს უფროსი, სამხ. საბჭოს წევრი.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე