ბესიკური, ქართული ლექსის საზომი დამკვიდრებული ბესიკის მიერ XVIII ს-ში. თოთხმეტმარცვლედი ორი ცეზურით. ბ-ის ნიმუშებია: „ტანო ტატანო, /გულწამტანო, /უცხოდ მარებო/“ (ბესიკი); „სათის დალალნი, /შავნი თმანი, /ჰკიდავნ მას/ მშველად.../“ (დ. თუმანიშვილი). თავდაპირველად ბ-ს ახასიათებდა შინაგანი რითმები (ბესიკის, დავით რექტორის, დ. თუმანიშვილის, ზ. ბარათაშვილის, პ. ლარაძისა და სხვ. ლექსები); XIX ს-ში ა. ჭავჭავაძემ, გ. ორბელიანმა, ნ. ბარათაშვილმა, ი. მაჩაბელმა (შექსპირის თარგმნისას) ბ. შინაგანი რითმების გარეშე გამოიყენეს.
თანამედროვე ქართულ პოეზიაში ბ-ითაა დაწერილი ორიგინ. თუ თარგმნილი სონეტები.
ლიტ.: გაწერელია ა., ქართული კლასიკური ლექსი, თბ., 1953.
გ. მიქაძე