ბესლეთი, კარსტული მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 15 კმ, აუზის ფართ. 81,5 კმ². სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდ. კელასურთან. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის შემოდგომასა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,53 მ³/წმ. ჰესი.
გ. გიგინეიშვილი