ბექა II ჯაყელი (გ. 1391), სამცხის მთავარი, ათაბაგი 1361–91 (ვახუშტის მიხედვით), ყვარყვარე I-ის უფროსი ძე. 1334 გიორგი V ბრწყინვალემ შემოიერთა სამცხე და ამ დროიდან მის მთავრებს, რ-ებიც ათაბაგის საპატიო ტიტულს ატარებდნენ, საქართვ. მეფეები ნიშნავდნენ. თემურლენგის პირველი შემოსევის (1386) დროს ბ. II განუდგა საქართვ. მეფეს ბაგრატ V-ს და მტერს დანებდა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
ვ. გუჩუა