ბექა III ჯაყელი, იგივე საფარ-ფაშა (გ. 1635), სამცხის ათაბაგი 1625–35, ყვარყვარე IV-ის შვილიშვილი, ქაიხოსრო II-ის ძე. ათაბაგობას რომ დაუფლებოდა, მოაკვლევინა თავისი ძმისშვილი მანუჩარ III, სტამბოლში სულთანს ეახლა, მაჰმადიანობა მიიღო, საფარ-ფაშა დაირქვა და 1625 ათაბაგი გახდა (ამიერიდან სამცხე-საათაბაგოს გამგებლები ახალციხის ფაშებად იწოდებოდნენ). ბ. III-ის დროს გაძლიერდა სამცხე-საათაბაგოს გათურქების პროცესი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ვ. გუჩუა