ბექაია მელქისედეკ სტეფანეს ძე (8. IX. 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ., – 18. XI. 1964, თბილისი), ქიმიკოსი. თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა ჟენევის უნ-ტი, იქვე მიიღო დოქტორის ხარისხი (1913).
1919-იდან მუშაობდა თსუ-ში, იყო ტექნოლ. ქიმ. (1930–36) და ანალიზური ქიმ. (1937–64) კათედრის გამგე. ბ-მ დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმ. შედგენილობა.